OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ველოტრეკის მიმდებარედ

AR1836048Construction permitOther use6 July 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5494981
Decision date
9 July 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
405461432

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.248
Owner
შპს "გრადა პარკი" (405461432)
Area
12,927 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 24 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1836048
Status
Approved
Registered
6 July 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 July 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 6 ივლისს №AR1836048 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქი თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, ველოტრეკის მიმდებარედ არსებულ №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 4 ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებით გაიცა მე-2 ბლოკის მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა 2021 წლის 29 აპრილიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „გრადა“ (ს/ნ: №405181244). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „გრადას“ (ს/ნ: №405181244) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021428935, მომზადების თარიღი: 07/06/2021 წ.) თანახმად, №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: №B21048871, მომზადების თარიღი: 19/05/2021 წ.) შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დირექტორებს წარმოადგენენ გიორგი ბერუაშვილი (პ/ნ: 01019013522) და დავით მეტივიშვილი (პ/ნ: 09001002806). შპს „გრადა პანორამას“ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ საზოგადოებას დირექტორები მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. შესაბამისად, სამსახურში წარმოდგენილი გიორგი ბერუაშვილის მიერ განმცხადებლის - ვასილი ცომაიას სახელზე გაცემული 2021 წლის 5 ივლისის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „გრადას“ (ს/ნ: 405181244) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Show more
  2. 9 July 2021Decision5494981 - Granted
  3. 6 July 2021Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal