ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 40-42
Decision
- Decision number
- 5598408
- Decision date
- 15 September 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი ხუნდაძე
- Developer (company ID)
- 205227404
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.028.082
- Owner
- ი.ბ.ა. " საირმე პირველი" (205227404)
- Area
- 542 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.028.082Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1837522
- Status
- Approved
- Registered
- 13 July 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 8
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 September 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 13 ივლისს №AR1837522 განცხადებით მომართა თამაზი ხუნდაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებით შეთანხმდა საირმეს ქუჩა №40-42-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.14.028.082) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 18 მაისის №5407730 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა: 2767.94 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად: 1505.66 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 324.06 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად: 146.6 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებით შეთანხმებული +9.90, +13.20, +19.80, +23.10 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2021 წლის 22 მარტის №AR1811949 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საცხოვრებელი ფართობად 1505.66 კვ.მ-ის ნაცვლად 1513.7 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 139.1 კვ.მ-ის ნაცვლად 138.33 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 324.06 კვ.მ-ის ნაცვლად 336.05 კვ.მ., მანსარდის ფართობი 189.41 კვ.მ-ის ნაცვლად 189.45 კვ.მ. დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლების ჯამი, საერთო ფართობი შეადგენს 2787.24 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1513.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 138.33 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 336.05 კვ.მ., მანსარდის ფართობად - 189.45 კვ.მ., საერთო ფართობად - 2787.24 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.30, +6.60, +9.90, +13.20, +16.50, +19.80, +23.10 და +26.40 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 და 2021 წლის 18 მაისის №5407730 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 September 2021Decision5598408 - Granted
- 14 September 2021City answer
- 14 September 2021Files uploaded
- 6 September 2021City answer
- 6 September 2021Files uploaded
- 30 August 2021City answer
- 23 August 2021City answer
- 23 August 2021Files uploaded
- 7 August 2021City answer
- 7 August 2021Files uploaded
- 5 August 2021Files uploaded
- 30 July 2021City answer
- 30 July 2021Files uploaded
- 22 July 2021City answer
- 22 July 2021Files uploaded
- 13 July 2021Files uploaded
Documents
Other files8
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal