ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40
Decision
- Decision number
- 5531890
- Decision date
- 3 August 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შოთა ქუთათელაძე
- Developer (company ID)
- 438731990
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.141
- Owner
- შპს "ჯიდი +" (438731990)
- Area
- 38,640 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.141Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1840666
- Status
- Approved
- Registered
- 27 July 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 August 2021Decision5531890 - Granted
- 3 August 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 27 ივლისს №AR1840666 განცხადებით მომართა შოთა ქუთათელაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ნიშნულებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №40-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.07.007.141), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (B/3 და B/4 ბლოკები) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488199 გადაწყვეტილებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 06 ივლისიდან 2023 წლის 06 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ნიშნულები არის შეცდომით დატანილი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებით შეთანხმებულ +6.60., +9.70, +12.80, +15.90, +19.00, +22.10, +25.20, +28.30 და +31.40 ნიშნულის გეგმებზე არასწორად იქნა ნიშნულის მაჩვენებლები დატანილი. ამასთან, გეგმარება და ფართობები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ნიშნულების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +6.60., +9.70, +12.80, +15.90, +19.00, +22.10, +25.20, +28.30 და +31.40 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის №5409586 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 July 2021Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმა 26-07_compressed.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal