ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N 54
Decision
- Decision number
- 5550789
- Decision date
- 16 August 2021
- Outcome
- Other
- Construction period
- 28 June 2021 – 28 June 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ბაღდავაძე
- Developer (company ID)
- 405098727
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.221
- Owner
- ნონა ხატიაშვილი (P/N: *********45)
- Area
- 2,941 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.221Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1842551
- Status
- Not reviewed
- Registered
- 9 August 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 August 2021City answer
2021 წლის 9 აგვისტოს №AR1842551 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 9 აგვისტოს №AR1842551 განცხადებით მომართა დავით ბაღდავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №5279730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №5279730 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.221 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 28 ივნისის №5475210 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 ივნისიდან 2024 წლის 28 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №5279730 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებიდან დამხმარე ფართობის ამოღებას, ასევე ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4642.0 კვ.მ-ის ნაცვლად 4642.9 კვ.მ-ის, ხოლო, საზაფხულო ფართობად 1569.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1580.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები გეგმებზე დაფიქსირებულია გარშემომზღუდავი კედლების, სავენტილაციო შახტების, კოლონების და გამყოფი კედლების ფართობების ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის №5279730 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური მხოლოდ ის გასწორებული გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), რომლებზეც ხდება ფართობების დაზუსტება (სხვა გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 9 აგვისტოს №AR1842551 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 August 2021Decision5550789 - Other
- 5 August 2021Files uploaded
Documents
Consents and orders1
- გეგმები, ბრძანება, რეესტრი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal