ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, X კვარტალი, კორპუსი N39-ის წინ
Decision
- Decision number
- 5574098
- Decision date
- 30 August 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი კეკელია
- Developer (company ID)
- 405233769
Parcel
- Cadastral code
- 01.12.02.015.073
- Owner
- ნელი ტლაშაძე (P/N: *********44)
- Area
- 819 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.02.015.073Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1842779
- Status
- Approved
- Registered
- 11 August 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 August 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 11 აგვისტოს №AR1842779 განცხადებით მომართა ირაკლი კეკელიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, თემქის დასახლება, X კვარტალი, კორპუსი №39-ის წინ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.02.015.073), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 25 ივლისის №4604487 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 ივლისიდან 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №5039274 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 25 ივლისის №4604487 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2021 წლის 28 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, კერძოდ საცხოვრებელ ფართობად 1965.56 კვ.მ-ის ნაცვლად 1890.2 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 158.63 კვ.მ-ის ნაცვლად 159.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 477.85 კვ.მ-ის ნაცვლად 474.1 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 505.39 კვ.მ-ის ნაცვლად 427.7 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 18.15 კვ.მ-ის ნაცვლად 23.9 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 447.22 კვ.მ-ის ნაცვლად 442.3 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 3572.8 კვ.მ-ის ნაცვლად 3417.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე დაადგინა, რომ გეგმარება არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1890.2 კვ.მ., კომერციულ ფართობად 159.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 474.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 427.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად 23.9 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 442.3 კვ.მ., საერთო ფართობად 3417.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 3 ივნისის №4527366 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 August 2021Decision5574098 - Granted
- 27 August 2021City answer
- 27 August 2021Files uploaded
- 22 August 2021City answer
- 21 August 2021Files uploaded
- 6 August 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal