OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა მეფე მირიანი , N 5

AR1844881Construction permitOther use18 August 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5574293
Decision date
30 August 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მანანა ნაკაშიძე
Developer (company ID)
205212759

Parcel

Cadastral code
01.10.06.014.043
Owner
ი.ბ.ა. "დიდი დიღომი-2005" (105091365) (105091365)
Area
4,170 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1844881
Status
Approved
Registered
18 August 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
12 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 August 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 18 აგვისტოს №AR1844881 განცხადებით მომართა მანანა ნაკაშიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მეფე მირიანის ქუჩა №5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.06.014.043), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 27 აპრილის №5386280 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5525688 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ, დამხმარე და საერთო ფართობებთან მიმართებით. ამასთან, ჩანაცვლდა გეგმები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 15670.56 კვ.მ-ის ნაცვლად 15661.95 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1882.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1893.88 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 221.92 კვ.მ-ის ნაცვლად 210.67 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 21058.01 კვ.მ-ის ნაცვლად 21049.83 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე დაადგინა, რომ გეგმარება არ იცვლება, უბრალოდ +2.80, +5.40, +8.70, +12.00, +31.80, +38.40, +41.70 და +45.00 ნიშნულის გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 15661.95 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1893.88 კვ.მ., დამხმარე ფართობად 210.67 კვ.მ., საერთო ფართობად 21049.83 კვ.მ. 2. სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანებით შეთანხმებული (ჩანაცვლებული სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5525688 ბრძანებით) +2.80, +5.40, +8.70, +12.00, +31.80, +38.40, +41.70 და +45.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4757252 და 2021 წლის 29 ივლისის №5525688 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 August 2021Decision5574293 - Granted
  3. 27 August 2021City answer
  4. 27 August 2021Files uploaded
  5. 18 August 2021Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal