OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მუხიანის დასახლება, I მიკრო/რაიონი, N 1ბ

AR1846525Construction permitOther use25 August 2021- Mukhiani
Sign in to follow

Decision

Decision number
5605998
Decision date
21 September 2021
Outcome
Granted
Construction period
15 July 2021 – 15 July 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი დათუკიშვილი
Developer (company ID)
206318046

Parcel

Cadastral code
01.11.13.002.442
Owner
შპს "რასტა დეველოპმენტი" (402144452)
Area
1,451 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1846525
Status
Approved
Registered
25 August 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 September 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 25 აგვისტოს №AR1846525 განცხადებით მომართა გიორგი დათუკიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.13.002.442 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 2651.5 კვ.მ-ის ნაცვლად 2512.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 573.8 კვ.მ-ის ნაცვლად 580.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 632.4კვ.მ-ის ნაცვლად 627.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების შესწორება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 4058.6 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4058.6 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 2512.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 580.8 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 627.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა +32.02 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 September 2021Decision5605998 - Granted
  3. 20 September 2021City answer
  4. 20 September 2021Files uploaded
  5. 20 September 2021Files uploaded
  6. 17 September 2021City answer
  7. 17 September 2021Files uploaded
  8. 17 September 2021Files uploaded
  9. 14 September 2021City answer
  10. 14 September 2021Files uploaded
  11. 25 August 2021Files uploaded

Documents

Other files1

  • მუხიანის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცვლილებები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal