OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გამზირი ვაჟა-ფშაველა , N 15

AR1847891ReconstructionOther use1 September 2021
Sign in to follow

Decision

Decision number
5588699
Decision date
8 September 2021
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯენგიზ მათარაჯი
Developer (company ID)
404934899

Parcel

Cadastral code
01.10.14.007.008.01.513
Owner
შპს "გიზა კაპიტალი" (404934899)
Area
314 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1847891
Status
Not reviewed
Registered
1 September 2021
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 September 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, და თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები მიზნად არ ისახავს კორპუსის ერთიანი იერსახის მოწესრიგებას, მსგავსი პრეცედენტის განხორციელება არ უნდა იქნას სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო, რათა არ იქნას ერთეული სახით გამოწვეული შენობის ფასადის გაუარესება. ამასთანავე ფასადის რეკონსტრუქციით ფართის მატება და ფუნქციის ცვლილება არ წარმოადგენს პირველი კლასის სამუშაოებს. შესაბამისად სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია წარმოდგენილი სახით ფასადის ცვლილება. ფასადი შენარჩუნდეს არსებული უცვლელი სახით და საპროექტო დოკუმენტაციით წარმოდგენილი იქნას სარეკლამო აბრების მოწყობის სამუშაოები. -სარეკლამო აბრებთან მიმართებაში გაითვალისწინეთ: "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ასევე, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). -ფოტომონტაჟზე წარმოსახვითი საზღვრებით მონიშნეთ თქვენს საკუთრებაში არსებული ფართის ფასადი, მიუთითეთ გაბარიტული ზომები და აღნიშნულის შესაბამისად დაიანგარიშეთ საპროექტო აბრის პროცენტულობა; გაითვალისიწინეთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრების პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. -არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : ფოტოები (უახლესი სიტუაციის) წარმოდგენილი უნდა იქნას დათარიღებული სახით, შორი და ახლო ხედებით. -დამატებით წარმოადგინეთ საკადასტრო გეგმა საპროექტო ადგილის ჩვენებით . - საჭიროა წარმოდგენილ იქნას, საჯარო რეესტრში სარგებლობის საფუძვლად რეგისტრირებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები სრულად და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ ითვალისიწნებს მესაკუთრის წინასწარ თანხმობას მიმდინარე განცხადებით მოთხოვნილ სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნას მესაკუთრის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა. საჭიროების შემთხვევაში, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ხარვეზების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 8 September 2021Decision5588699
  3. 1 September 2021Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • Manamo Home_Front and Back Facade.pdfOpen ↗

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal