ქალაქი თბილისი , ქუჩა ადამ მიცკევიჩი , N 27ბ
Decision
- Decision number
- 5615095
- Decision date
- 28 September 2021
- Outcome
- Other
- Construction period
- 2 July 2021 – 2 January 2022
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დიმიტრი თოდუა
- Developer (company ID)
- 204546964
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.015.035
- Owner
- შპს "ანრი 2005". (204546964) (204546964)
- Area
- 1,543 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.015.035Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1848778
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 September 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 September 2021Decision5615095 - Other
- 28 September 2021City answer
2021 წლის 21 სექტემბრის №AR1848778 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 სექტემბერს №AR1848778 განცხადებით მომართა დიმიტრი თოდუამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 02 ივლისის №5483143 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 02 ივლისის №5483143 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩა №27ბ-ში, შ.პ.ს. "ანრი 2005"–ის არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.14.015.035), საოფისე შენობის რეკონსტრუქციის (დაშენება) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 02 ივლისიდან 2022 წლის 02 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 02 ივლისის №5483143 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 3236.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3806.3 კვ.მ., კომერციული ფართობი 383.6 კვ.მ-ის ნაცვლად 683.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 717.7 კვ.მ-ის ნაცვლად 337.0 კვ.მ., დამხმარე ფართობი 6.1 კვ.მ-ის ნაცვლად 28.8 კვ.მ., საერთო ფართობი: 5130.6 კვ.მ-ის ნაცვლად 5642.8 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 23 აგვისტოს №5559792 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაუდგენელია რომელი ფართი სად არის შეყვანილი. ამასთან, -2.90 ნიშნულის გეგმაზე კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში შეყვანილ უნდა იქნას ლიფტის შახტის ფართობი (სხვა ნიშნულის გეგმებზე ლიფტის შახტის ფართობი არ არსებობს (სიცარიელეა) შესაბამისად არც ერთ ფართობში არ შედის). კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში ასევე შეყვანილ უნდა იქნას დერეფნების ფართობები. გარდა ამისა, დამხმარე ფართობში შეყვანილ უნდა იქნას საერთო სარგებლობის სველი წერტილები (რომელთაც შესასვლელი გააჩნიათ კიბის უჯრედიდან). ასევე, საჭიროა +3.35 ნიშნულის და სახურავის გეგმებიდან წაშლილ იქნას მასზე დატანილი ფართობების მაჩვენებლები (142.6 კვ.მ და 647.0 კვ.მ.). ასევე, გეგმებზე დატანილი საოფისე ფართობების ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა. აქვე განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საოფისე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 02 ივლისის №5483143 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები გეგმარების შეცვლის გარეშე, შესწორებული ფართობების დატანით და სხვადასხვა ფუნქციის ფართობის სხვადასხვა ფერით მონიშვნით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 21 სექტემბერს №AR1848778 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal