ქალაქი თბილისი , ნოდარ ბოხუას ქუჩა N10
Applicant
- Name
- პაატა სვანიძე
- Developer (company ID)
- 204514926
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.005.006
- Owner
- შპს "იქსმშენი დიღმის მასივში" (405458124)
- Area
- 10,527 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.02.005.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1849175
- Status
- Interim decision
- Registered
- 8 September 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 9 September 2021 (1,901 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 September 2021City answer
2021 წლის 8 სექტემბრის №AR1849175 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 8 სექტემბერს №AR1849175 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5535612 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5535612 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა №10-ში მდებარე №01.13.02.005.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „დ„ ბლოკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5535612 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1385.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1374.0 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2181.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2869.9 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 133.4 კვ.მ-ის ნაცვლად 105.5 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1890.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1682.0 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 15876.5 კვ.მ-ის ნაცვლად 16317.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი დათვლილია გარე კონტურზე (დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე), ამასთან აღნიშნულ ფართობში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების, საჰაერო და ლიფტის შახტების ფართობები. ვინაიდან, ლიფტის შახტის ფართობი არ არსებობს (სიცარიელეა), აღნიშნული ფართობი ამოღებულ უნდა იქნას კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობიდან (გარდა -2.80 ნიშნულზე არსებულისა). ამასთან, არასწორად არის ჩათვლილი ავტოსადგომისა და დამხმარე ფართობებშიც კოლონების ფართობები, ხოლო საზაფხულო ფართობში გამყოფი და გარშემომზღუდავი კედლების ფართობები. აგრეთვე, არ არის წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა (ორჯერ არის წარმოდგენილი -2.80 ნიშნულის გეგმა). ამასთან, საჭიროა გეგმებზე ფართობები დატანილ იქნას მეათედების სიზუსტით. ასევე, +60.80 ნიშნულის გეგმაზე წაშლილ უნდა იქნას ფართობი (384.61 კვ.მ. და 378.91 კვ.მ.). გარდა ამისა, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები (საჭიროა წარმოდგენილ იქნას მხოლოდ არქიტექტურული გეგმების PDF ფაილი, არა დაზიპული). გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო, ავტოსადგომის, დამხმარე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ასევე საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5535612 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმების PDF ფაილი (არა დაზიპული) გეგმარების შეცვლის გარეშე, შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 8 სექტემბრის №AR1849175 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 September 2021Files uploaded
Documents
Other files1
- ბლოკი - დ.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal