OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , II და III მიკრო/რაიონს შორის , ყოფილი ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ (ნაკვეთი 01/079)

AR1851012Construction permitOther use16 September 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5608654
Decision date
22 September 2021
Outcome
Granted
Construction period
4 September 2020 – 4 September 2022
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ბენდელიანი
Developer (company ID)
200079459

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.259
Owner
ილიას დურმუშ (P/N: *********89)
Area
3,819 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1851012
Status
Approved
Registered
16 September 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 September 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 16 სექტემბერს №AR1851012 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიდი დიღომის დასახლება, II და III მიკრო რაიონს შორის, ყოფილი ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.259) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 04 სექტემბრის №5091163 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 სექტემბრიდან 2022 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე არასწორად იყო დაფიქსირებული საზაფხულო ფართობები და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +5.50, +8.55, +11.60, +14.65, +17.70, +20.75, +23.80, +26.85, +29.90, +32.95 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები შეადარა იმავე ნიშნულების შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ ზემოაღნიშნულ ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებზე საზაფხულო ფართობები არასწორად იყო დატანილი. ასევე, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი +5.50, +8.55, +11.60, +14.65, +17.70, +20.75, +23.80, +26.85, +29.90, +32.95 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება საზაფხულო ფართობების შესწორება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებით შეთანხმებული საზაფხულო და საერთო ფართობების ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +5.50, +8.55, +11.60, +14.65, +17.70, +20.75, +23.80, +26.85, +29.90, +32.95 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის №4949794 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 September 2021Decision5608654 - Granted
  3. 16 September 2021Files uploaded

Documents

Other files1

  • didi diromi II bloki teqnikuri.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal