OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , II და III მიკრო/რაიონს შორის , ყოფილი ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ (ნაკვეთი 01/079)

AR1852310Construction permitOther use23 September 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5616669
Decision date
29 September 2021
Outcome
Other
Construction period
13 May 2021 – 13 May 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ბენდელიანი
Developer (company ID)
200079459

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.258
Owner
შპს "სოლი" (200079459)
Area
3,900 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1852310
Status
Not reviewed
Registered
23 September 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 September 2021Decision5616669 - Other
  2. 29 September 2021City answer

    2021 წლის 23 სექტემბრის №AR1852310 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 23 სექტემბერს №AR1852310 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 21 მაისის №4944822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 მაისის №4944822 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.258 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №5399275 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 მაისის №4944822 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე არასწორად იყო დაფიქსირებული საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობები და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლებას. განმცხადებელს ასევე სურს კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1341.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1344.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში არ არის შეყვანილი -3.00 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი (სხვა ნიშნულის გეგმებზე არსებული ლიფტის შახტის ფართობები არ არსებობს (სიცარიელეა), შესაბამისად არც ერთი ფუნქციის ფართობში არ შედის), ასევე, +36.00 ნიშნულზე (გადახურვის გეგმა) „6-5’’ და „10-10*“ ღერძებში მდებარე ლიფტის სამანქანეს ფართობები შეყვანილი გყავთ კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობში, საჭიროა აღნიშნული ლიფტის სამანქანეს ფართობები შეყვანილ იქნას დამხმარე ფართობში. ასევე, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საცხოვრებელ ფართობებში შეყვანილია კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე, საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 21 მაისის №4944822 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), რომლებზეც საცხოვრებელი ფართობები დატანილი იქნება კოლონების და სავენტილაციო შახტების გამოკლებით. ასევე, -3.00 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი შეყვანილ იქნას კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობში. ხოლო, +36.00 ნიშნულზე (გადახურვის გეგმა) „6-5’’ და „10-10*“ ღერძებში მდებარე ლიფტის სამანქანეს ფართობები შეყვანილ იქნას დამხმარე ფართობში. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 23 სექტემბრის №AR1852310 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 23 September 2021Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები ჩასწორებული ფართების ჩვენებით.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal