ქალაქი თბილისი , ბარნოვის ქუჩა N183
Decision
- Decision number
- 5623262
- Decision date
- 4 October 2021
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დიმიტრი ვაჩნაძე
- Organization
- 43565
- Developer (company ID)
- 205255551
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.023.035
- Owner
- გოგუცა ხაზარაძე (P/N: *********78)
- Area
- 466 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.023.035Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1852988
- Status
- Not reviewed
- Registered
- 27 September 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 October 2021City answer
2021 წლის 27 სექტემბრის №AR1852988 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 27 სექტემბერს №AR1852988 განცხადებით მომართა დიმიტრი ვაჩნაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 16 სექტემბრის №5599736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 16 სექტემბრის №5599736 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩა №183-ში მდებარე №01.14.11.023.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 16 სექტემბრის №5599736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და +14.25 ნიშნულის გეგმაზე №11 ბინის საზაფხულო ფართობად 36.74 კვ.მ-ის ნაცვლად 37.54 კვ.მ-ის დაფიქსირებას (გეგმაზე უთითებს 37.74 კვ.მ-ს). ამასთან, განმარტავს, რომ საზაფხულო და საერთო ფართობები ბრძანებაში უცვლელი რჩება. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საზაფხულო ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი გარეშემომზღუდავი კედლების ფართობები. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო და საერთო ფართობებთან მიმართებით. 1.2. გასწორებულ +14.25 ნიშნულის გეგმასთან ერთად წარმოადგინოს 2021 წლის 16 სექტემბრის №5599736 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე) შესწორებული საზაფხულო ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 27 სექტემბრის №AR1852988 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 October 2021Decision5623262 - Other
- 27 September 2021Files uploaded
- 27 September 2021Files uploaded
- 27 September 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal