ქალაქი თბილისი , ვაზისუბანი, I მ/რ, კორპუსი N9-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ვაზისუბნის დასახლება I მკ.რ. კორპუსი N9-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 5715415
- Decision date
- 6 December 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ბაირამაშვილი
- Developer (company ID)
- 405276892
Parcel
- Cadastral code
- 01.17.07.041.010
- Owner
- შპს "სითი დეველოპმენტი 2018" (405276892)
- Area
- 2,189 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.07.041.010Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1854520
- Status
- Approved
- Registered
- 8 October 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 59 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 December 2021City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 08 ოქტომბერს №AR1854520 განცხადებით მომართა დავით ბაირამაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებით №01.17.07.041.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 07 აგვისტოს №4621705 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 7 აგვისტოდან 2021 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 26 თებერვლის №4877118 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი 8058.65 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 957.89 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1454.41 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1344.10 კვ.მ., საერთო ფართობი 11851.25 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.20 და +28.80 ნიშნულის არქიტექტურული და „ტექნიკური რეგლამენტის - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად, დამუშავებული გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 23 იანვრის №AR1730319 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ამასთან დაემატა ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი, გამორჩენილი +12.80 ნიშნულის არქიტექტურული და „ტექნიკური რეგლამენტის - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: ავტოსადგომების ფართობად 1344.10 კვ.მ-ის ნაცვლად 1350.19 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს ასევე სურს ბრძანებაში ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 310.882 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ -4.20 და 0.00 ნიშნულების გეგმები არ იცვლება უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება ღია და შიდა ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ შიდა ავტოსადგომების ფართობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 11857.34 კვ.მ-ს. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანხმებულ -4.20 და 0.00 ნიშნულის გეგმებზე ჯამურად დატანილია 23 ღია ავტოსადგომი და მათი ჯამური ფართობი შეადგენს 310.882 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 1350.19 კვ.მ., საერთო ფართობად 11857.34 კვ.მ. ამასთან, ამავე ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 310.882 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანხმებული -4.20 და 0.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599576 და 2020 წლის 26 თებერვლის №4877118 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 December 2021Decision5715415 - Granted
- 3 December 2021City answer
- 1 December 2021City answer
- 30 November 2021Files uploaded
- 8 October 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal