OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩერქეზიშვილი , N 19 , (ნაკვ. 11/7)

AR1855730Construction permitOther use11 October 2021
Sign in to follow

Decision

Decision number
5661189
Decision date
29 October 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ბრეგაძე
Developer (company ID)
400005533

Parcel

Cadastral code
01.10.12.011.007
Owner
ალექსანდრე მუმლაძე (P/N: *********20)
Area
492 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1855730
Status
Approved
Registered
11 October 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
18 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 October 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 11 ოქტომბერს №AR1855730 განცხადებით მომართა ირაკლი ბრეგაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 09 იანვრის №4816137 ბრძანებით №01.10.12.011.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4924225 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2020 წლის 09 იანვრის №4816137 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და შეიცვალა მწვანე ნარგავების გადარგვის ნებართვა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის №18-01200981007 წერილის შესაბამისად. სამსახურის 2021 წლის 28 მაისის №5424075 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.12.011.007) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ორგანიზების პროექტი წარმოდგენილ იქნა 24 თვეზე (2021 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით). განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882021124921; მომზადების თარიღი: 09.03.2021 წ.) მიხედვით ქალაქ თბილისში, ჩერქეზიშვილის ქუჩა №19-ში (ნაკვ.11/7) მდებარე №01.10.12.011.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “სტატიო”. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20060355, 03/08/2020 წ.) შპს “სტატიოს” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №400005533) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ ირაკლი ბრეგაძე და თეიმურაზ დუდაური. შპს “სტატიოს” 2011 წლის 22 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილებით საზოგადოებას დირექტორები წარმოადგენენ დამოუკიდებლად ცალ-ცალკე. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ირაკლი ბრეგაძის 2021 წლის 11 ოქტომბრის №AR1855730 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივლისის №5501617 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 October 2021Decision5661189 - Granted
  3. 27 October 2021City answer
  4. 27 October 2021Files uploaded
  5. 11 October 2021Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal