ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 66
Decision
- Decision number
- 5684410
- Decision date
- 15 November 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა გოგრიჭიანი
- Developer (company ID)
- 406095130
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.002.045
- Owner
- შპს "ბინექს" (406095130)
- Area
- 2,628 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.002.045Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1856999
- Status
- Approved
- Registered
- 27 October 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 November 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 27 ოქტომბერს №AR1856999 განცხადებით მომართა კობა გოგრიჭიანმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №66-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.12.002.045) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 05 აგვისტოს №5536968 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2021 წლის 04 აგვისტოს №AR1842311 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. სამსახურის 2021 წლის 25 აგვისტოს №5565803 ბრძანებით, ასევე, გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +57.30 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2021 წლის 14 აგვისტოს №AR1844293 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაზუსტდა ბინებისთვის მიკუთვნებული სხვენები და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ XIII სართულის (+40.80 ნიშნული) გეგმაზე „2-3“ და „ს-ე“ ღერძებში არსებული სხვენის ფართობები ეკუთვნის XII სართულზე (+37.50 ნიშნული) მდებარე №33 და №33ა ბინებს. ხოლო, XVI სართულის (+50.70 ნიშნული) გეგმაზე „6-7“ და „პ-ე“ ღერძებში არსებული სხვენის ფართობები ეკუთვნის XV სართულზე (+47.40 ნიშნული) მდებარე №68 ბინას. XVII სართულის (+54.00 ნიშნული) გეგმაზე „7-10“ და „გ-ბ“ ღერძებში არსებული სხვენის ფართობი ეკუთვნის XVI სართულზე (+50.70 ნიშნული) მდებარე №112 ბინას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, უბრალოდ, თითოეულ სხვენზე დაზუსტდა იმ ბინის ნომერი (დუპლექსების), რომელსაც ეკუთვნის შესაბამისი სხვენი. ამასთან, წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული XIII (+40.80 ნიშნული) და XVI (+50.70 ნიშნული) სართულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 November 2021Decision5684410 - Granted
- 12 November 2021City answer
- 11 November 2021Files uploaded
- 8 November 2021City answer
- 4 November 2021City answer
- 3 November 2021Files uploaded
- 25 October 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal