ქალაქი თბილისი , გამზირი ვაჟა-ფშაველა , N 15
Decision
- Decision number
- 5690047
- Decision date
- 17 November 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯენგიზ მათარაჯი
- Developer (company ID)
- 404934899
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.007.008.01.513
- Owner
- შპს "გიზა კაპიტალი" (404934899)
- Area
- 314 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.007.008.01.513Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1861600
- Status
- Not reviewed
- Registered
- 10 November 2021
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 November 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, და თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები მიზნად არ ისახავს კორპუსის ერთიანი იერსახის მოწესრიგებას, მსგავსი პრეცედენტის განხორციელება არ უნდა იქნას სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო, რათა არ იქნას ერთეული სახით გამოწვეული შენობის ფასადის გაუარესება. ამასთანავე ფასადის რეკონსტრუქციით ფართის მატება არ წარმოადგენს პირველი კლასის სამუშაოებს. -სარეკლამო აბრებთან მიმართებაში გაითვალისწინეთ: "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ასევე, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). 1.ფოტომონტაჟზე წარმოსახვითი საზღვრებით მონიშნეთ თქვენს საკუთრებაში არსებული ფართის ფასადი, მიუთითეთ გაბარიტული ზომები და აღნიშნულის შესაბამისად დაიანგარიშეთ საპროექტო აბრის პროცენტულობა; გაითვალისიწინეთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრების პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. სარეკლამო აბრები განათავსეთ სტანდარტულად არსებულ ფასადზე განთავსებული რეკლამების შესაბამისად - მაღლა. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები ტარდება ტროტუარზე, საფეხმავლო გზისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მოაიღეთ მსგავსი სამუშაოები დოკუმენტაციიდან ან წარმოადგინეთ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა. ასევე გაითვალისწინეთ, დაუშვებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის, ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში, გრუნტის ზედაპირიდან 2,7 მ-მდე სიმაღლეზე: სხვა არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად; 2.არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : ფოტოები წარმოდგენილი უნდა იქნას დათარიღებული სახით, შორი და ახლო ხედებით. ასევე საპროექტო არეალი დაიტანეთ საკადასტრო რუკაზე. ასევე წარმოადგინეთ ის ფოტო, რომელზეც დამუშავებულია ფოტომონტაჟი. საჭიროების შემთხვევაში, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ხარვეზების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 17 November 2021Decision5690047
- 10 November 2021Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- Manamo Home_Vaja Facade_09112021.pdfOpen ↗
Other files1
- ვაჟა-ფშაველა არსებული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal