OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 24ა

AR1863130New constructionOther use19 November 2021
Sign in to follow

Decision

Decision number
5695555
Decision date
22 November 2021
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჰაქან იავუზ
Developer (company ID)
208194862

Parcel

Cadastral code
01.19.34.002.203
Owner
შპს "ჯამ" (208194862)
Area
10,296 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1863130
Status
Not reviewed
Registered
19 November 2021
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 December 2021Deadline extendedby 15 days, new deadline: 28 December 2021
  2. 22 November 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. "მოთხოვნის შინაარსი -> ..მოთხოვნის ტექსტი" - მოთხოვნის ტექსტში დააკონკრეტეთ საპროექტო შენობა-ნაგებობის ფუნქცია და გაითვალისწინეთ: საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სამრეწველო ზონა -1 (ს-1), სადაც „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–16 მუხლის თანახმად განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; შესაძლებელია ს-1-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის, კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე სასაწყობო, ელექტროქვესადგურებისა და წყლის რეზერვუარებისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსება, ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით დასაშვებია სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტი. თუ საპროექტო ობიექტი ს-1-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფის ფუნქციის იქნება, მაშინდაიანგარიშეთ არსებული და საპროექტო შენობების ფუნქციების პროცენტული შეფარდება. 2. "არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი" - ვინაიდან ხდება არსებული ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი (რაც დგინდება "ფაილის მიმაგრების" ველსი თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოზე მითითებული წარწერით), თუ აღნიშნული კონსტრუქცია კანონიერია, მაშინ ნომენკლატურაში უნდა დაამატოთ "60 კვ.მ-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა - დემონტაჟი"-ც ანუ უნდა აირჩიოთ ორი ნომენკლატურა: "60 კვ.მ-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა -ახალი მშენებლობა" და "60 კვ.მ-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა - დემონტაჟი", რისთვისაც გეხსნებათ ნომენკლატურის ცვლილების ღილაკი და ასევე უნდა წარმოადგინოთ არსებული კონსტრუქციის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ უკანონოა მაშინ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული დადგენილებით ხდება უნებართოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი, ეისთვისაც უნდა მიმართოთ მინიციპალურ ინსპექციას, რის შემდგომაც უნდა წარმოადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება დემონტაჟთან დაკავშირებით და დემონტაჟის შემდგომ გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, გადაღების თარიღის ფიქსაციით. 3. "ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი" - წარმოდგენილი მონტაჟით და ესკიზური ნახაზის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე კონსტრუქციას აჩვენებთ, საპროექტო შენობა-ნაგებობა აღიქმება ერთ მთლიან შენობად, საჭიროა მაქსიმალურდა დააშოროთ შენობები ერთმანეთს და გაითვალისწინეთ, რომ სერვიტუტზე არ შეიძლება განათავსოთ შენოებები. ასევე, დაშორების შემდგომ დაიტანეთ ამ ორ შენობას შორის წარმოსახვითი საზღვარი და შენობები განათავსეთ ისე როგორც ერთმანეთის მომიჯნავე სხვადასხვა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ერთმანეთის მიმართ განთავსებული შენობები: გაითვალისწინეთ: ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე რამდენიმე სხვადასხვა შენობის განთავსება ხორციელდება ამავე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, წარმოსახვითი სამეზობლო საზღვრ(ებ)ის დადგენის საფუძველზე (ანუ ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ისე უნდა განთავსდეს ერთზე მეტი სხვადასხვა შენობა, როგორც ერთმანეთის მომიჯნავე სხვადასხვა სამშენებლო მიწის ნაკვეთზეა ერთმანეთის მიმართ განთავსებული). წინააღმდეგ შემთხვევაში საპროექტო ობიექტი სცდება I კლასს ფართობით. გაითვალისწინეთ: I კლასის მახასიათებლებია: 60 კვმ-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ–მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირზე საშუალოდ 2მ–მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. ასევე, შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 6 მ-ის. 4. ატვირთეთ AR1857670 განაცხადზე ატვირთული ხაზოვანი ნაგებობების მესაკუთრეთა თანხმობები დამოწმებული გენგეგმებით, ასევე ატვირთეთ სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განთითარების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები. 5. საპროექტო ობიექტის ფუნქციის გათვალისწინებით საჭიროებისამებრ წარმოდგენილ იქნას / წარმოსადგენი გექნებათ 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ს შესაბამისად დამუშავებული გრაფიკული მასალა (ნახაზები) და შესაბამისი საექსპერტო შეფასებით. 6. ვინაიდან მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით წარმოდგენილ იქნეს იპოთეკარის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    Show more
  3. 22 November 2021Decision5695555
  4. 18 November 2021Files uploaded
  5. 18 November 2021Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal