ქალაქი თბილისი , კოჯორი , კიკეთი
Decision
- Decision number
- 5701483
- Decision date
- 26 November 2021
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა დვალიშვილი
- Developer (company ID)
- 404610970
Parcel
- Cadastral code
- 81.01.01.332
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 1,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 81.01.01.332Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1863662
- Status
- Rejected
- Registered
- 22 November 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 November 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 22 ნოემბერს №AR1863662 განცხადებით მომართა ბექა დვალიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებით ქალაქ თბილისში, კოჯორი, კიკეთში არსებულ, №81.01.01.332 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებაში, საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2021 წლის 02 აგვისტოს №AR1841814 განცხადებით სამსახურს მომართა ბექა დვალიშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, კოჯორი, კიკეთში არსებულ, №81.01.01.332 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (აღნიშნული, მოთხოვნის ტექსტის გარდა, ასევე დასტურდება ამავე განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის, შენობა-ნაგებობის განთავსების სქემით და საინფორმაციო დაფით). სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებით დაკმაყოფილდა ბექა დვალიშვილის 2021 წლის 02 აგვისტოს №AR1841814 განცხადება და ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც ასევე ასახულ იქნა სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებაში. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებაში, „საპროექტო ობიექტი“-ს ველში, საპროექტო ობიექტად დაფიქსირებულია ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებაში საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690851 ბრძანებაში საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 November 2021Decision5701483 - Refused
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal