OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 26

AR1864485New constructionOther use26 November 2021- Vake
Sign in to follow

Applicant

Name
ქეთევან ლაშქარეიშვილი
Developer (company ID)
204439269

Parcel

Cadastral code
01.15.02.009.002.01.001
Owner
შპს "ბბ კომპანი" (204439269)
Area
141 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1864485
Status
Interim decision
Registered
26 November 2021
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 29 November 2021 (1,820 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 November 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2021 წლის 26 ნოემბრის AR1864485 განცხადება, რომელიც ეხება ქ.თბილისში, კოსტავას ქ. N26-ში არსებულ შენობაზე სარეკლამო აბრის მოწყობის საკითხს. პასუხად გაცნობებთ, რომ შესაძლებელია სარეკლამო აბრა მოეწყოს მოცულობით ასოებით, ფონის გარეშე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1...არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოდგენილი იქნეს დათარიღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები; 2...ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : - არ არის წარმოდგენილი აღქმადი ფოტომონტაჟი; - წარმოდგენილი იქნეს ფასადისა და სარეკლამო აბრების ზედაპირის ფართობის პროცენტული გაანგარიშება. გათვალისწინებული უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილებით განსაზღვრული ნორმები, კერძოდ: "საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%-ს"; - სარეკლამო აბრის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები; კერძოდ, მე–4 მუხლის მე-2 პრიმა პუნქტის მიხედვით, "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას". სარეკლამო აბრებზე ორენოვანი წარწერის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის, 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტი. კერძოდ: ,,ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი– შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით); 3.წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის დამოწმებული. საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სათანადო წესით დამოწმებული იჯარის ხელშეკრულება; 4. ფოტოსა და ფოტომონტაჟზე მოინიშნოს სარგებლობაში არსებული ფართის საზღვრები. თუ სარეკკლამო აბრა გადადის სხვის საკუთრებაში არსებულ ფასადზე, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ფართის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მესაკუთრის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 26 November 2021Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal