ქალაქი თბილისი , ევგენი მიქელაძის ქუჩა N9ა
Decision
- Decision number
- 5740313
- Decision date
- 23 December 2021
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მამუკა შარაშენიძე
- Organization
- 5228
- Developer (company ID)
- 404504639
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.023.089
- Owner
- შპს "ბაუსტარი მმ" (404504639)
- Area
- 10,275 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.023.089Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1868099
- Status
- Not reviewed
- Registered
- 16 December 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 December 2021City answer
2021 წლის 16 დეკემბრის №AR1868099 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 16 დეკემბერს №AR1868099 განცხადებით მომართა მამუკა შარაშენიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩა №9ა-ში მდებარე №01.13.03.023.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 ივლისიდან 2022 წლის 6 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლბეთან დაკავშირებით, კერძოდ საცხოვრებელ ფართობად 10850.3 კვ.მ-ის ნაცვლად 10859.0 კვ.მ-ის., საზაფხულო ფართობად 3345.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3338.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 24503.8 კვ.მ-ის ნაცვლად 24506.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ზოგიერთ საცხოვრებელ და საზაფხულო ფართობში არასწორად არის ჩათვლილი საჰაერო შახტებისა და კოლონების ფართობები. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებთ შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე) შესწორებული საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 16 დეკემბრის №AR1868099 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 December 2021Decision5740313 - Other
- 16 December 2021Files uploaded
Documents
Other files1
- 01_merged.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal