OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი, ნინო ჟვანიას ქუჩა, N 24

AR1868339Construction permitOther use20 December 2021
Sign in to follow

Decision

Decision number
5736924
Decision date
21 December 2021
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით სამადაშვილი
Developer (company ID)
205215024

Parcel

Cadastral code
01.14.12.003.062
Owner
ამხანაგობა "ტერა ვერა" (205215024) (205215024)
Area
6,515 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1868339
Status
Interim decision
Registered
20 December 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 21 December 2021 (1,798 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 December 2021City answer

    2021 წლის 20 დეკემბრის №AR1868339 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 20 დეკემბერს №AR1868339 განცხადებით მომართა დავით სამადაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 01 ივლისის №5005891 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს №313276 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ: №3/62) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.12.003.062) მშენებარე ,,I საცხოვრებელი კომპლექსი“–ს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 17 აგვისტოდან 2014 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 აგვისტოდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 02 აპრილის №4442400 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში და დამკვეთად შპს ენგისთან (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) ერთად დაფიქსირდა შპს ვივა ჟვანია (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307323). სამსახურის 2020 წლის 01 ივლისის №5005891 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 01 ივლისის №5005891 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ვივა ჟვანიასთან (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405307323) ერთად ნაცვლად შპს ენგისა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) ამხანაგობა ,,ტერა ვერა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205215024) დაფიქსირებას. როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებით №01.14.12.003.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 და 2020 წლის 01 ივლისის №5005891 ბრძანებებით შევიდა ცვლილება მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დამკვეთის ცვლილება განხორციელდეს სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დამკვეთის ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მშენებლობის ვადის გასვლამდე, ხოლო, მშენებლობის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (რეგისტრაციის ნომერი: №882020917204; მომზადების თარიღი: 03/12/2020წ.), ქალაქ თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩა №24-ში მდებარე, №01.14.12.003.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ,,ტერა ვერა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205215024). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი შპს ვივა ჟვანიას დირექტორის - ზურაბ ჭაჭიაშვილის მიერ გაცემული 2021 წლის 17 დეკემბრის თანხმობა - დამკვეთად შპს ვივა ჟვანიასთან ერთად ამხანაგობა ,,ტერა ვერას” დაფიქსირებასთან დაკავშირებით მისაღებია. წინამდებარე განცხადებაზე ასევე, წარმოდგენილია, 2020 წლის 06 აგვისტოს ამხანაგობა ,,ტერა ვერა”-ს წევრთა კრების ოქმი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №200525378), რომლის მიხედვით, ამხანაგობა ,,ტერა-ვერა”-ს წევრების გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით სამადაშვილი. ასევე, აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამხანაგობა წარმოადგინოს დამოუკიდებლად და იგი უფლებამოსილია ამხანაგობის სახელით დადოს გარიგებები მხოლოდ ყველა წევრის წინასწარ წერილობითი თანხმობით. თუმცა, არ არის წარმოდგენილი ამხანაგობა ტერა-ვერას სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების თანხმობები. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B20054004; მომზადების თარიღი: 17/07/2020 წ.) შპს ენგის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ დავით ცუცქირიძე და საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო - მეურვე. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის №A20023273-009/002 წერილიდან დგინდება, რომ მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 08 (რვა) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა წარმოადგინოს: 1.1. ამხანაგობა ,,ტერა-ვერა“-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში მასში შეტანილი ყველა ცვლილებით). 1.2. ამხანაგობა ,,ტერა-ვერა“-ს 2020 წლის 06 აგვისტოს კრების ოქმის მიხედვით მალხაზ თოფურიას, შპს ენგის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) დირექტორის დავით ცუცქირიძის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიუროს (მეურვე) თანხმობები სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 20 დეკემბრის №AR1868339 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 December 2021Decision5736924
  3. 20 December 2021Files uploaded

Documents

Other files1

  • (01) დავით სამადაშვილი.rarOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal