ქალაქი თბილისი, მარსელის ქუჩა, N 4
Decision
- Decision number
- 5751672
- Decision date
- 31 December 2021
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნოდარ სანდუხაძე
- Developer (company ID)
- 405133822
Parcel
- Cadastral code
- 01.11.05.029.300
- Owner
- შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
- Area
- 7,744 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.11.05.029.300Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1870677
- Status
- Rejected
- Registered
- 29 December 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 December 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 29 დეკემბერს №AR1870677 განცხადებით მომართა ნოდარ სანდუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებაში “დ” და “ე” ბლოკებისთვის განკუთვნილია ღია ავტოსადგომების დაფიქსირება. სამსახურის 2021 წლის 4 თებერვლის №5277227 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნოდარ სანდუხაძის მოთხოვნა “დ” და “ე” ბლოკებისთვის განკუთვნილია ღია ავტოსადგომების სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებაში დაფიქსირებასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ წარმოდგენილი ავტოსადგომების სქემაზე შეთანხმებულთან მიმართებით განხორციელებულია ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სამსახურის 2021 წლის 4 თებერვლის №5277227 გადაწყვეტილება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ 2021 წლის 29 დეკემბრის №AR1870677 განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც გახდება წარმოდგენილი განცხადების არსებითად განხილვის საფუძველი. შესაბამისად, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურის 2021 წლის 4 თებერვლის №5277227 გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 December 2021Decision5751672 - Refused
- 29 December 2021Files uploaded
Documents
Other files1
- პარკინგის სქემა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal