ქალაქი თბილისი , ქუჩა მარუხის გმირები , N 9
Decision
- Decision number
- 5794164
- Decision date
- 7 February 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ ზატუაშვილი
- Organization
- 14039
- Developer (company ID)
- 404488595
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.058.031
- Owner
- შპს "მშენებელთა ალიანსი" (404488595)
- Area
- 618 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.058.031Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1872317
- Status
- Approved
- Registered
- 17 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 February 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 იანვარს №AR1872317 განცხადებით მომართა ზურაბ ზატუაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მარუხის გმირების ქუჩა №9-ში მდებარე №01.14.11.058.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 719.8 კვ.მ-ის ნაცვლად 654.3 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 132.6 კვ.მ-ის ნაცვლად 122.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 230.6 კვ.მ-ის ნაცვლად 150.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 531.8 კვ.მ-ის ნაცვლად 485.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. აღნიშნული მითითებულ იქნა გეგმების ექსპლიკაციაზე. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ –ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნულ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების შესწორების შედეგად საპროექტო შენობის საერთო ფართობი 1614.8 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 1412.5 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 654.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 122.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 150.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 485.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 1412.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივნისის №5478301 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 February 2022Decision5794164 - Granted
- 4 February 2022City answer
- 4 February 2022Files uploaded
- 28 January 2022City answer
Documents
Other files1
- AsatvirtiGegmebi 2.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal