ქალაქი თბილისი , კოჯორი , კიკეთი
Decision
- Decision number
- 5790629
- Decision date
- 4 February 2022
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლიანა მიქაძე
- Developer (company ID)
- 404610970
Parcel
- Cadastral code
- 81.01.01.333
- Owner
- თორნიკე ნემსაძე (P/N: *********87)
- Area
- 1,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 81.01.01.333Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1872529
- Status
- Rejected
- Registered
- 13 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 February 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 13 იანვარს №AR1872529 განცხადებით მომართა ლიანა მიქაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 05 ნოემბრის №5667442 და 2021 წლის 25 ნოემბრის №5691322 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება/ბათილად ცნობა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 08 ოქტომბრის №5631382 ბრძანებით ქალაქ თბილისში, კოჯორი, კიკეთში არსებულ, №81.01.01.333 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2021 წლის 05 ნოემბრის №5667442 ბრძანებით შეთანხმდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №81.01.01.333) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5691322 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2021 წლის 17 დეკემბრის №1740 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სამსახურის 2021 წლის 08 ოქტომბრის №5631382 ბრძანება და სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. წინამდებარე განცხადებით, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2021 წლის 17 დეკემბრის №1740 ბრძანებით სამსახურის 2021 წლის 08 ოქტომბრის №5631382 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, განმცხადებელი ითხოვს მის საფუძველზე გამოცემული სამსახურის 2021 წლის 05 ნოემბრის №5667442 და 2021 წლის 25 ნოემბრის №5691322 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას/ბათილად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურს უფლება აქვს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონიერი აქტი, რომელიც, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს კანონიერი. ხოლო ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით, განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 05 ნოემბრის №5667442 და 2021 წლის 25 ნოემბრის №5691322 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, სამსახურის 2021 წლის 05 ნოემბრის №5667442 და 2021 წლის 25 ნოემბრის №5691322 ბრძანებების ბათილად ცნობის საკითხს, ზემოაღნიშნული აქტები თქვენს მიერ, 2022 წლის 13 იანვრის №19/01220131707-10, №19/01220131791-01 და №19/01220132989-10 ადმინისტრაციული საჩივრებით გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან. აღნიშნული საჩივრები დღვანდელი მდგომარეობით განხილვის პროცესშია. შესაბამისად, სამსახური იმოქმედებს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 February 2022Decision5790629 - Refused
- 13 January 2022Files uploaded
Documents
Other files1
- არქიტექტურის სამსახურს.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal