OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR1872946Construction permitOther use16 January 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5803753
Decision date
14 February 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
430042937

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.152
Owner
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1872946
Status
Approved
Registered
16 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
29 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 February 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 იანვარს №AR1872946 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ორგანიზების პროექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.152), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 25 იანვრის №5775092 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის მითითებული ნიშნულები და ეტაპების ვადები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკი შეადარა სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ გეგმებზე, ჭრილებზე და ფასადებზე +7.80, +20.60, +33.40 და +43.00 ნიშნულები არ არსებობს. თუმცა, მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში, ისევე როგორც სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა +7.80, +20.60, +33.40 და +43.00 ნიშნულები. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ მშენებლობის ორგანიზების პროექტით მიხედვით სამშენებლო სამუშაოებისთვის განისაზღვრა 24 თვე და თითოეული ეტაპისთვის დადგინდა შესაბამისი ვადა, რომლის მიხედვით შესაბამისობაში მოვიდა მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა 0.00 ნიშნულიდან +6.20 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). 5) ძირითადი კარკასის მონტაჟი +12.60 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით. 6) ძირითადი კარკასის მონტაჟი +28.60 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). 7) შენობის სახურავის მოწყობა, შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი. 8) გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 9) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი. 10) ტერიტორიის კეთილმოწყობა.“. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტით და მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 14 February 2022Decision5803753 - Granted
  3. 13 February 2022City answer
  4. 13 February 2022Files uploaded
  5. 16 January 2022Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal