ქალაქი თბილისი , მუხრან მაჭავარიანის ქუჩა N18; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა
Decision
- Decision number
- 5777634
- Decision date
- 26 January 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილ ტატიაშვილი
- Developer (company ID)
- 205394633
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.006.221
- Owner
- ი.ბ.ა. "ვაშლიჯვარი" (205394633)
- Area
- 5,103 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.18.006.221Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1873326
- Status
- Not reviewed
- Registered
- 18 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 January 2022City answer
2022 წლის 18 იანვრის №AR1873326 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 18 იანვარს №AR1873326 განცხადებით მომართა ვასილ ტატიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №5203963 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №5203963 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.18.006.221 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბრიდან 2022 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №5203963 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 9326.15 კვ.მ-ის ნაცვლად 9326.40 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2437.6 კვ.მ-ის ნაცვლად 2438.15 კვ.მ-ის., ავტოსადგომის ფართობად 1434.95 კვ.მ-ის ნაცვლად 1482.20 კვ.მ-ის დაფიქსირებას, ხოლო საერთო ფართობად 15431.1 კვ.მ-ის ნაცვლად 15479.15 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საცხოვრებელ, საზაფხულო და ავტოსადგომის ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმასა და ექსპლიკაციაზე ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებლები შეუსაბამოა ერთმანეთთან. აგრეთვე, ამავე ნიშნულის გეგმაზე მხოლოდ ზოგიერთ შიდა ავტომობილის სადგომზეა დატანილი ზომები და ფართობები, შესაბამისად, საჭიროა -3.00 და 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ყველა შიდა ავტომობილის სადგომზე დაიტანოთ შესაბამისი ზომები და ფართობები, ხოლო შიდა ავტომობილის სავალი ნაწილი გეგმაზე ცალკე დაიტანოთ, თუმცა იანგარიშეთ ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №5203963 ბრძანებთ შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), გეგმებსა და ექსპლიკაციებზე შესწორებული საცხოვრებელი, საზაფხულო და ავტოსადგომების ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 18 იანვრის №AR1873326 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 January 2022Decision5777634 - Other
- 18 January 2022Files uploaded
Documents
Other files1
- machavarianis quCha #18 18.11.2020.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal