ქალაქი თბილისი, ზაჰესის დასახლება, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა, N 30
Decision
- Decision number
- 5780763
- Decision date
- 28 January 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ქაშიაშვილი
- Developer (company ID)
- 204521017
Parcel
- Cadastral code
- 72.12.02.507
- Owner
- ზაზა კორელი (P/N: *********42)
- Area
- 5,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 72.12.02.507Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1873730
- Status
- Approved
- Registered
- 21 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 January 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 იანვარს №AR1873730 განცხადებით მომართა ალექსანდრე ქაშიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისში, ზაჰესის დასახლება, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა №30-ში მდებარე №72.12.02.507 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამეურნეო და საწარმოო ობიექტის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორად იქნა განმცხადებლის სახელი და გვარი მითითებული, კერძოდ ალექსანდრე ქაშიაშვილის ნაცვლად მიეთითა ნატალია ქუთათელაძე. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამსახურს 2021 წლის 8 დეკემბერს №AR1866222 განცხადებით მომართა ალექსანდრე ქაშიაშვილმა (პ/ნ: 31001035162) და მოითხოვა №72.12.02.507 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სამეურნეო და საწარმოო ობიექტის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორად დაფიქსირდა განმცხადებლის სახელი და გვარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაკმაყოფილდეს ალექსანდრე ქაშიაშვილის 2021 წლის 8 დეკემბრის №AR1866222 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768462 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 January 2022Decision5780763 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal