ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 125ა
Decision
- Decision number
- 5780295
- Decision date
- 28 January 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 6 September 2021 – 6 September 2023
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარიამი ჭულუხაძე
- Developer (company ID)
- 405374982
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.025.242
- Owner
- შპს სვეტი ნუცუბიძე ( 204487910)
- Area
- 6,374 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.025.242Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1873761
- Status
- Approved
- Registered
- 21 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 January 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 იანვარს №AR1873761 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №125ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.02.025.242) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 06 სექტემბრიდან 2023 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს ოპტიმა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405160819). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს ოპტიმას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405160819) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022030336; მომზადების თარიღი: 14/01/2022 წ.) ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №125ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21100694; თარიღი: 07/10/2021 წ.) შპს მ2 ნუცუბიძეზე 2-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მიერ გაცემული 2022 წლის 1 იანვრის №8/N222 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მარიამ ჭულუხაძის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.02.025.242 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 სექტემბრის №5581041 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 January 2022Decision5780295 - Granted
- 21 January 2022Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal