OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა N125ა

AR1873770Construction permitOther use21 January 2022- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
5780186
Decision date
28 January 2022
Outcome
Granted
Construction period
1 September 2021 – 1 September 2022
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამი ჭულუხაძე
Developer (company ID)
405374982

Parcel

Cadastral code
01.14.02.025.248
Owner
შპს სვეტი ნუცუბიძე ( 204487910)
Area
900 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1873770
Status
Approved
Registered
21 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 January 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 იანვარს №AR1873770 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №125ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.02.025.248) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის №83 განკარგულების საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს ოპტიმა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405160819). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს ოპტიმას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405160819) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022030284; მომზადების თარიღი: 20/01/2022 წ.) ქალაქ თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №125ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.14.02.025.248) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21100694, მომზადების თარიღი: 07/10/2021 წ.) შპს მ2 ნუცუბიძეზე 2-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მიერ გაცემული 2022 წლის 1 იანვრის №8/N222 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მარიამ ჭულუხაძის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.02.025.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405374982). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405374982). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №5578855 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 January 2022Decision5780186 - Granted
  3. 21 January 2022Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal