OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა N125ა

AR1873774Construction permitOther use21 January 2022- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
5780556
Decision date
28 January 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამი ჭულუხაძე
Developer (company ID)
405374982

Parcel

Cadastral code
01.14.02.025.249
Owner
შპს სვეტი ნუცუბიძე ( 204487910)
Area
2,439 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1873774
Status
Approved
Registered
21 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 January 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 იანვარს №AR1873774 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქ. №125ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.249), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალადგილიანი ავტოსადგომის (სექტორი 4) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 აპრილიდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ოპტიმა“ (ს/ნ: 405160819). წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ოპტიმა“-ს (ს/ნ: 405160819) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს "მ2 ნუცუბიძეზე 2"-ის (ს/ნ: 405374982) დაფიქსირება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №892021031266, მომზადების თარიღი: 08/12/2021 წ.) თანახმად, №01.14.02.025.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს - შპს "მ2 ნუცუბიძეზე 2" (ს/ნ: 405374982). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21100694, მომზადების თარიღი: 07/10/2021 წ.) შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“-ის (ს/ნ: 405374982) დირექტორს წარმოადგენს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი (პ/ნ: 01008013014). სამსახურში წარმოდგენილია ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მიერ განმცხადებლის - მარიამ ჭულუხაძის სახელზე გაცემული 2022 წლის 01 იანვრის №8/N222 მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.02.025.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ (ს/ნ: 405374982), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“-ის (ს/ნ: 405374982) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ოპტიმა“-ს (ს/ნ: 405160819) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ (ს/ნ: 405374982). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 January 2022Decision5780556 - Granted
  3. 21 January 2022Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal