OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დ. აღმშენებლის ხეივანი მე-14 კმ. ; ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა

AR1874022Construction permitOther use24 January 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5782561
Decision date
31 January 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ქაფიანიძე
Organization
36697
Developer (company ID)
405310499

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.654
Owner
შპს "ხეივანი" (405310499)
Area
40,958 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1874022
Status
Approved
Registered
24 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 January 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 24 იანვარს №AR1874022 განცხადებით მომართა ირაკლი ქაფიანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ერთ-ერთი ეტაპის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.009.654 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში, ეტაპების ნაწილში, დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად იქნა დაფიქსირებული მე-4 ეტაპი (შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მეორე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა). შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას და აღნიშნული ეტაპის ბრძანებიდან ამოღებას. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 29 დეკემბრის №AR1870438 განცხადებით წარმოდგენილ კალენდარული გრაფიკი მსგავსი სახის ეტაპს: „შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მეორე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა“ არ ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნული ეტაპი ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში მე-4 ეტაპის მითითებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნას შემდეგი შინაარსის მე-4 ქვეპუნქტი: „4) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მეორე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის №5762976 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 January 2022Decision5782561 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal