ქალაქი თბილისი, ზარწემის ქუჩა, N 16
Decision
- Decision number
- 5817010
- Decision date
- 22 February 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 2 July 2021 – 2 December 2023
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მილენა ცუცქირიძე
- Developer (company ID)
- 406294308
Parcel
- Cadastral code
- 01.14.16.009.146
- Owner
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 1,882 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.14.16.009.146Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1875029
- Status
- Approved
- Registered
- 29 January 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 February 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 29 იანვარს №AR1875029 განაცხადით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 18 მარტის №5298124 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.16.009.146 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, 3 (სამი) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 2 ივლისიდან 2023 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ლაშა ლალიაშვილი (პ/ნ: 01025005491). წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად - ლაშა ლალიაშვილი (პ/ნ: 01025005491) ნაცვლად შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022082440, მომზადების თარიღი: 04/02/2022 წ.) თანახმად №01.14.16.009.146 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21085426, მომზადების თარიღი: 23/08/2021 წ.) თანახმად, შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლელა ხარატი (პ/ნ: 01024001601). ხოლო, მის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს გაცემული №10/02-21 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.16.009.146 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - წარმოადგენს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებაში და დამკვეთად ლაშა ლალიაშვილის (პ/ნ: 01025005491) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივლისის №5483320 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 February 2022Decision5817010 - Granted
- 21 February 2022City answer
- 21 February 2022Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal