OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა, N 47

AR1875156Construction permitOther use31 January 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5797702
Decision date
9 February 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნათია ახალკაცი
Developer (company ID)
416305830

Parcel

Cadastral code
01.17.07.009.021
Owner
შპს ''მექან'' (416305830)
Area
1,373 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1875156
Status
Approved
Registered
31 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 February 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 31 იანვარს №AR1875156 განცხადებით მომართა ნათია ახალკაცმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.07.009.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 8 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის №5504303 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში საპროექტო ობიექტის მისამართთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი დამხმარე - 29.6 კვ.მ. ფართობის დამატებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4155.77 კვ.მ-ის ნაცვლად 4027.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 635.11 კვ.მ-ის ნაცვლად 553.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1022.11 კვ.მ-ის ნაცვლად 997.9 კვ.მ-ის, ხოლო შეთანხმებული საოფისე 131.88 კვ.მ. ფართობის ნაცვლად კომერციული ფართობის 129.2 კვ.მ-ის ფართობის დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 189.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. რაც შეეხება შიდა ავტოსადგომების ფართობს, იგი რჩება უცვლელი. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს (ვექტორული ფაილი) და დაადგინა, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის №AR1717667 განცხადებაზე არასწორად იქნა წარმოდგენილი საპროექტო შენობის გეგმა-ნახაზების „პდფ“ ფაილი და ასევე, საპროექტო შენობის ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ არასწორად შეთანხმდა და აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს საპროექტო შენობის საერთო ფართობის ცვლილებას, შესაბამისად საპროექტო შენობის საერთო ფართობი 6735.07 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება - 6527.9 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 189.0 კვ.მ., ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი დამხმარე - 29.6 კვ.მ, ფართობი, ასევე ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 4027.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 553.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 997.9 კვ.მ., საოფისე ფართობის ნაცვლად კომერციულ ფართობად - 129.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 6527.9 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №5492279 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 9 February 2022Decision5797702 - Granted
  3. 8 February 2022City answer
  4. 8 February 2022Files uploaded
  5. 29 January 2022Files uploaded
  6. 29 January 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files3

  • გეგმები - კორექტირებული - 2022.01.29.pdfOpen ↗
  • გეგმები - კორექტირებული - 2022.01.29.pdfOpen ↗
  • გეგმები - კორექტირებული - 2022.02.08.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal