OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, რეზო გაბაშვილის ქუჩა, N 4

AR1875402Construction permitOther use31 January 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5813860
Decision date
21 February 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ავსაჯანიშვილი
Developer (company ID)
206318046

Parcel

Cadastral code
01.11.17.004.496
Owner
ირაკლი გოლეთიანი (P/N: *********73)
Area
729 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1875402
Status
Approved
Registered
31 January 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 February 2022Decision5813860 - Granted
  2. 21 February 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 31 იანვარს №AR1875402 განცხადებით მომართა ირაკლი ავსაჯანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებით №01.11.17.004.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520261 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 29 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ირაკლი გოლეთიანი (პ/ნ: 01025010373). წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - ირაკლი გოლეთიანის (პ/ნ: 01025010373) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი"-ს (ს/ნ: 206318046) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882022101214, მომზადების თარიღი: 11/02/2022 წ.) თანახმად, №01.11.17.004.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი" (ს/ნ: 206318046). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B19065716, მომზადების თარიღი: 12/06/2019 წ.) შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი"-ს (ს/ნ: 206318046) დირექტორს წარმოადგენს კახაბერ ხატიაშვილი (პ/ნ: 01021012693). სამსახურში წარმოდგენილია შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი"-ს (ს/ნ: 206318046) მიერ (დირექტორი: კახაბერ ხატიაშვილი) განმცხადებლის - ირაკლი ავსაჯანიშვილის სახელზე გაცემული 2022 წლის 31 იანვრის №01/22/03 მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.17.004.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი" (ს/ნ: 206318046), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი"-ს (ს/ნ: 206318046) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებაში და დამკვეთად ირაკლი გოლეთიანის (პ/ნ: 01025010373) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "ეიმ ბილდინგ კომპანი" (ს/ნ: 206318046). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ივლისის №5524370 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 31 January 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal