ქალაქი თბილისი , ნოდარ ბოხუას ქუჩა N10
Decision
- Decision number
- 5794522
- Decision date
- 7 February 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- პაატა სვანიძე
- Developer (company ID)
- 405458124
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.005.006
- Owner
- შპს "იქსმშენი დიღმის მასივში" (405458124)
- Area
- 10,527 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.02.005.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1875528
- Status
- Approved
- Registered
- 1 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 February 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 1 თებერვალს №AR1875528 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №138 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ თბილისში, ჩაჩავას ქუჩა №2-4-6-8-10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო, საოფისე და სხვა) განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის N03/1539 ბრძანებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. ზემოაღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.02.005.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი „ა“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2024 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის მითითებული არსებული შენობების დასახელებები (ბლოკი „ა“ და ბლოკი „დ“-ს ნაცვლად მითითებულია ბლოკი „ბ“ და ბლოკი „გ“). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა შეადარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №138 განკარგულებით დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში (გენ-გეგმაზე) არასწორად იქნა დატანილი არსებული შენობების დასახელებები. კერძოდ, ბლოკი „ბ“ და ბლოკი „გ“-ს ნაცვლად უნდა დაფიქსირებულიყო ბლოკი „ა“ და ბლოკი „დ“. ამასთან, გენ-გეგმაზე ზუსტდება მხოლოდ არსებული შენობების დასახელებები, დანარჩენ ნაწილში რჩება უცვლელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 ნოემბრის №5704418 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 February 2022Decision5794522 - Granted
- 31 January 2022Files uploaded
Documents
Other files1
- საპროექტო ბლოკი ა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal