OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლესელიძე , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ა. კათალიკოსი (ყოფ.ივანიძე), N 19

AR1875907ReconstructionOther use2 February 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5789313
Decision date
4 February 2022
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მალხაზი ბეჟუაშვილი
Developer (company ID)
405034626

Parcel

Cadastral code
01.18.03.045.001.01.548
Owner
შპს "მანთაშევის რიგები" (206165442)
Area
1,087 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1875907
Status
Not reviewed
Registered
2 February 2022
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 February 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქევნ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2022 წლის 02 თებერვლის R1875907 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. N22; აბტონ კათალიკოსის ქ. N19-ში არსებულ შენომაზე საჩრდილობელბისა და სარეკლამო აბრების მოწყობის საკითხს. პასუხად გაცნობებთ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. N22; აბტონ კათალიკოსის ქ. N19-ში არსებულ შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ნომენკლატურაში: ელექტრონული განაცხადები>მშენებლობის ნებართვა>კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნშნული ქმედების განხორციელების მიზნით სამსახურის მიერ გააქტიურებულია ნომენკლატურის ცვლილების უფლება; ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. არ არის წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შემადგენლობით: - განმარტებითი ბარათი სამუშაოების აღწერით, ხელმოწერილი შემსრულებლის მიერ; - გეგმა ჭრილი, ფასადი - არსებული-საპროექტო, საკადასტრო საზღვრებიოთ, ტროტუარით, ზომებით, მანძილებით; - ჭრილზე ნაჩვენები იქნეს საჩრდილობლის ნიშნულები; - საჩრდილობლის მოწყობისას გათვალისწინებული იქნეს საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის ნორმები. გაითვალისწინეთ, რომ „დასაშვებია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-დან 4.5 სიმაღლეზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების შეჭრა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საყრდენი სვეტების მოწყობა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ტროტუარის ფუნქციონირებას. ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ასეთ არქიტექტურულ ნაწილებამდე, მათ შორის საყრდენ სვეტებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.2 მ. 2..არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი :არ არის წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები ახლო და შორი ხედიდან, დათარიღებული; 3. ..ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : - არ არის წარმოდგენილი ფოტომონტაჟი ახლო და შორი ხედიდან; - ფოტომონტაჟზე მითითებული იქნეს მასალა, ზომები, ნიშნულები. 4. არ არის წარმოდგენილი ჩასატარებელი სამუშაოების კალენდარული გრაფიკი ხელმოწერილი შემსრულებლის მიერ; 5. ნომენკლატურის ცვლილების შემდეგ დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „კატიო“ და მისი დირექტორი; 6. წარმოდგენილ იქნეს შპს „კატიოს“ მიერ განმცხადებელზე გაცემული მინდობილობა; 7. წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი. საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება.; 8. წარმოდგენილ იქნეს მესაკუთრის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა ყველა განსახორციელებელ სამუშაოსთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 4 February 2022Decision5789313
  3. 2 February 2022Files uploaded

Documents

Reports and surveys1

  • კატიოს ამონაწერი.pdfOpen ↗

Other files2

  • კატიო იჯარის ხელშეკრულება.pdfOpen ↗
  • ფოტომონტაჟი2.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal