OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ლუბლიანას ქუჩა , N78

AR1875928Construction permitOther use15 February 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5814149
Decision date
21 February 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მაია გოთუა
Developer (company ID)
204929140

Parcel

Cadastral code
01.13.01.008.068
Owner
შპს "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი" (204929140)
Area
3,102 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1875928
Status
Approved
Registered
15 February 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 February 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 თებერვალს №AR1875928 განცხადებით მომართა მაია გოთუამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის სახეობის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩა №78-ში მდებარე №01.13.01.008.068 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე №01/0 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და მშენებლობის სახეობად ახალი მშენებლობის ნაცვლად რეკონსტრუქციის (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით) დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა რომ 2020 წლის 17 სექტემბრის №AR1773820 განცხადებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით) მიზნით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ამავე განცხადებაზე, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ველში მითითებულ იქნა რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით). სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის სახეობად ,,რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით)“ ნაცვლად ,,ახალი მშენებლობა“ დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებაში და მშენებლობის სახეობად: ,,ახალი მშენებლობა“ ნაცვლად დაფიქსირდეს ,,რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით)“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215003 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 February 2022Decision5814149 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal