OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის შესახვევი, N 27

AR1876636Construction permitOther use7 February 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5825606
Decision date
28 February 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზი ესიავა
Developer (company ID)
205267423

Parcel

Cadastral code
01.18.09.001.008
Owner
შპს "სისტემ ნეტ" (205267423)
Area
17,313 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1876636
Status
Rejected
Registered
7 February 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 February 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 07 თებერვალს №AR1876636 განცხადებით მომართა თენგიზ ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 21 იანვრის №4830364 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გორგასლის შესახვევი №5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.18.09.001.008), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დამკვეთს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 16 იანვრის №MIA52000115227 წერილის შესაბამისად, დაევალა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობის უზრუნველყოფა და მათი დაპროექტების დოკუმენტაციის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამი თვის ვადაში წარდგენა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 16 იანვრის №MIA52000115227 წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან. ამავე წერილში დაფიქსირდა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აუცილებლად მიიჩნია მშენებლობის სანებართვო პირობებში ასახული იქნეს მათ მიერ მოთხოვნილი, შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობის საკითხები, რომელთა პროექტები სამი თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს მათთან განსახილველად. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, იმ საფუძვლით, რომ დამკვეთის მიერ არ არის შესრულებული ზემოაღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ იქნა წარდგენილი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაპროექტების დოკუმენტაცია. განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში არსებული ჩანაწერი დაფიქსირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 16 იანვრის №MIA52000115227 წერილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, დამკვეთის მიერ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობა და მათი დაპროექტების დოკუმენტაციის ამავე სამსახურში სამი თვის ვადაში წარდგენა. ამასთან, აღნიშნულ პუნქტში დაფიქსირებული ჩანაწერის შესრულების კონტროლი სცილდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს და მისი შეუსრულებლობა არ იწვევს სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს. ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი სამართლებრივი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თენგიზ ესიავას განცხადება სამსახურის 2020 წლის 17 მარტის №4903128 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 February 2022Decision5825606 - Refused
  3. 7 February 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal