OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მონასტრის ჩიხი, N 10

AR1878325Construction permitOther use16 February 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5814217
Decision date
21 February 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მიხეილ მჭედლიშვილი
Developer (company ID)
405307047

Parcel

Cadastral code
01.11.04.028.117
Owner
შპს ,,იზი გრუპი" (405307047)
Area
1,983 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1878325
Status
Approved
Registered
16 February 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 February 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 თებერვალს №AR1878325 განცხადებით მომართა მიხეილ მჭედლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის საკადასტრო კოდის და მესაკუთრის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქალაქ თბილისში, მონასტრის ჩიხი №10-ში მდებარე №01.11.04.028.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ღობის მოწყობის შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტის საკადასტრო კოდი და მესაკუთრე არასწორად არის მითითებული და შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბრის №AR1859041 განცხადებით შპს იზი გრუპის დირექტორის - მიხეილ მჭედლიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, მონასტრის ჩიხი №10-ში მდებარე №01.11.04.028.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის ღობის მოწყობაზე წერილობითი თანხმობის გაცემა. ველში - „განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე“ საპროექტო მიწის ნაკვეთად მითითებულ იქნა №01.11.04.028.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი. ამასთან, საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა სწორედ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის საკადასტრო კოდი და მესაკუთრე არასწორად დაფიქსირდა. როგორც დღევანდელი მდგომარეობით, ასევე, სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილების გამოცემის მომენტისთვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022044700; მომზადების თარიღი: 24/01/2022 წ.) ქალაქ თბილისში, მონასტრის ჩიხი №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს იზი გრუპი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307047), ხოლო საკადასტრო კოდს - №01.11.04.028.117. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (პირველი, მე-2, მე-3, მე-4 აბზაცები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქალაქ თბილისში, მონასტრის ჩიხი №10-ში შპს იზი გრუპის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307047) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.04.028.117) ღობის მოწყობას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს. სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განცხადების რეგისტრაცია: №882022044700; მომზადების თარიღი: 24/01/2022 წ., საკადასტრო კოდი: №01.11.04.028.117, ასევე საპროექტო ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება ქალაქ თბილისში, მონასტრის ჩიხი №10-ში შპს იზი გრუპის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307047) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.04.028.117) ღობის მოწყობის შესაძლებლობას. ღობე უნდა მოეწყოს №01.11.04.028.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5795196 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 February 2022Decision5814217 - Granted
  3. 14 February 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal