ქალაქი თბილისი , ფალიაშვილის ქუჩა , N 114 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 116
Decision
- Decision number
- 5822896
- Decision date
- 25 February 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოფიკო აბესაძე
- Organization
- 11250
- Developer (company ID)
- 405116342
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.023.099
- Owner
- შპს "დომუს" (405116342)
- Area
- 975 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.14.11.023.099Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1879189
- Status
- Not reviewed
- Registered
- 17 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 February 2022City answer
2022 წლის 17 თებერვლის №AR1879189 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 თებერვალს №AR1879189 განცხადებით მომართა სოფიკო აბესაძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №4014785 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტენქიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №4014785 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.11.023.098 და №01.14.11.023.006 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 12 დეკემბრის №4789564 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 12 დეკემბრის 2022 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №4014785 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 791.2 კვ.მ-ის ნაცვლად 790.3 კვ.მ-ის, ხოლო დამხმარე ფართობად 63.0 კვ.მ-ის ნაცვლად 69.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ საზაფხულო ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები, ასევე დამხმარე ფართობში არასწორად არის ჩათვლილი -5.40, -2.70 და +0.00 ნიშნულების გეგმებზე დაფიქსირებული „დამხმარე“ ფართობები, აღნიშნული ფართობები წარმოადგენს კიბის-უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებს, შესაბამისად უნდა ჩაითვალოს არა დამხმარე, არამედ კიბის-უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში. ამასთან, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში არ არის ჩათვლილი -5.40 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფიტს შახტის ფართობი (იანგარიშეთ მხოლოდ ამ ნიშნულზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი). აგრეთვე, +35.10 ნიშნულის გეგმაზე ფიქსირდება ლიფტის სამანქანე, რომელიც ჩათვლილ უნდა იქნეს არა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, არამედ დამხმარე ფართობში. გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესწორება, გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და ასევე, საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს 2018 წლის 14 ივნისის №4014785 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 17 თებერვლის №AR1879189 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 February 2022Decision5822896 - Other
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal