ქალაქი თბილისი, ოსიპ მანდელშტამის ქუჩა, N 2გ
Decision
- Decision number
- 5828879
- Decision date
- 2 March 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ია ბარქაია
- Developer (company ID)
- 405123691
Parcel
- Cadastral code
- 01.17.10.008.155
- Owner
- შპს ,,ტიბინი ჯგუფი" (406117492)
- Area
- 3,494 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.10.008.155Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1879400
- Status
- Not reviewed
- Registered
- 23 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 March 2022City answer
2022 წლის 23 თებერვლის №AR1879400 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 23 თებერვალს №AR1879400 განცხადებით მომართა ია ბარქაიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №5763596 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტენქიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №5763596 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ოსიპ მანდელშტამის ქუჩა №2გ-ში მდებარე №01.17.10.008.155 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის 17 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 17 იანვრის №5763596 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1681.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1681.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 917.4 კვ.მ-ის ნაცვლად 917.8 კვ.მ-ის., ავტოსადგომის ფართობად 571.6 კვ.მ-ის ნაცვლად 576.1 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 12700.7 კვ.მ-ის ნაცვლად 12705.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ავტოსადგომის ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები. დამხმარე ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი დერეფნის ფართობები, აღნიშული უნდა იანგარიშოთ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში. გაითვალისწინეთ, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზო ფართობებში არ უნდა იქნეს ჩათვლილი ლიფტისა და საჰაერო შახტის ფართობი, რადგან აღნიშნული არ არსებობს, სიცარიელეა (იანგარიშეთ მხოლოდ -3.00 ნიშნულის გეგმაზე არსებული შახტების ფართობები). განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ავტოსადგომის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს 2022 წლის 17 იანვრის №5763596 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გასწორებული გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), გეგმებსა და ექსპლიკაციებზე შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 23 თებერვლის №AR1879400 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 March 2022Decision5828879 - Other
- 22 February 2022Files uploaded
- 18 February 2022Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- განახლებული გეგმები.pdfOpen ↗
Other files1
- 22604255AWTB.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal