ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 22
Decision
- Decision number
- 5817186
- Decision date
- 22 February 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბოხუა
- Developer (company ID)
- 401987374
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.281
- Owner
- შპს "მაზა" (401987374)
- Area
- 2,229 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.281Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1880021
- Status
- Interim decision
- Registered
- 21 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 22 February 2022 (1,735 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 February 2022City answer
2022 წლის 21 თებერვლის №AR1880021 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 თებერვალს №AR1880021 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №5746912 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №5746912 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №22-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.281) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №5746912 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 5855.68 კვ.მ-ის ნაცვლად 5857.16 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 32.01 კვ.მ-ის ნაცვლად 36.22 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 246.44 კვ.მ-ის ნაცვლად 241.42 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 11570.05 კვ.მ-ის ნაცვლად 11570.72 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, განმარტებულია რომ 0.00 ნიშნულის გეგმაზე არსებული №1, №2, №3, №4 და №5 ფართებზე, საოფისე ფართების ნაცვლად მითითებულ უნდა იქნას კომერციული ფართობები. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №5746912 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დატანილი საცხოვრებელი ფართობების ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფართობის ჯამური მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა (სავარაუდოდ, +12.50 ნიშნულის გეგმაზე არსებული საოფისე ფართები თქვენს მიერ დაჯამებისას შეყვანილია საცხოვრებელ ფართობში). ასევე, საცხოვრებელ, საოფისე და ავტოსადგომის ფართობებში შეყვანილია კოლონების ფართები. კოლონების ფართები ამოღებულ უნდა იქნას აღნიშნული ფართობებიდან. რაც შეეხება, 0.00 ნიშნულის გეგმაზე არსებულ №1, №2, №3, №4 და №5 ფართებს, აღნიშნული ფართები წარმოადგენს საოფისე ფართებს, შესაბამისად მათი ფუნქციის ცვლილება ვერ მოხდება (აღნიშნულის შესახებ ასევე განგემარტათ კორექტირებული პროექტის შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის სამსახურის 2021 წლის 03 სექტემბრის №5582593, 2021 წლის 07 ოქტომბრის №5628717 და 2021 წლის 27 ოქტომბრის №5656243 გადაწყვეტილებებით). №1, №2, №3, №4 და №5 საოფისე ფართების ჯამური ფართობი შეყვანილ უნდა იქნას საოფისე ფართში, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ უნდა იქნას კომერციული ფართობი (575.83 კვ.მ). აქვე განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882022075229, მომზადების თარიღი: 01/02/2022 წ.), №01.10.06.001.281 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "მაზა" (ს/ნ: 401987374). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18205146, მომზადების თარიღი: 11/12/2018 წ.) შპს "მაზა" -ს (ს/ნ: 401987374) დირექტორს წარმოადგენს ზაზა ბოხუა (პ/ნ: 01006001519). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, ავტოსადგომის და საერთო, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან კომერციული ფართობის ამოღებასთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს 2021 წლის 28 დეკემბრის №5746912 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები გასწორებული ფართობების დატანით (კოლონების გარეშე), გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 21 თებერვლის №AR1880021 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 February 2022Decision5817186 - Other
- 21 February 2022Files uploaded
Documents
Other files1
- petre+iberis+qucha-22-I sartuli.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal