ქალაქი თბილისი, ატენის ქუჩა, N 16ა
Decision
- Decision number
- 5825604
- Decision date
- 28 February 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ასათიანი
- Developer (company ID)
- 205186421
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.011.083
- Owner
- ამხანაგობა "ატენი-19"
- Area
- 1,831 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.011.083Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1880038
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 February 2022City answer
2022 წლის 21 თებერვლის №AR1880038 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 თებერვალს №AR1880038 განცხადებით მომართა გიორგი ასათიანმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ატენის ქუჩა №16ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.011.083), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 31 მარტის №4917807 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატა ავტოსადგომის ფართობი: 5257.9 კვ.მ, ხოლო, საერთო ფართობად დაფიქსირდა 26572.9 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით შეთანხმებული -5.40 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2020 წლის 25 მარტის №AR1741788 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ატენის ქუჩა №16ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.011.083), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 1755.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2528.1 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ვინაიდან, სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში და შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ტექნიკური შეცდომა უნდა გასწორდეს სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებაშიც. ამასთან, სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 და 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებებით შეთანხმებულ გეგმებზე დატანილი საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული იგივე ფუნქციის ფართობის ჯამური მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, +6.30, +60.60 და +64.16 ნიშნულის გეგმებზე დატანილი საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები და ამავე ნიშნულის გეგემებზე, ექსპლიკაციებში დაფიქსირებული იგივე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ორივე ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, საზაფხულო ფართობებში შეყვანილია -5.40 ნიშნულის გეგმაზე არსებული ეზოს ფართი (12.0 კვ.მ.) და +67.40 ნიშნულის გეგმებზე არსებული სახურავის ფართობები (772.4 კვ.მ.). აღნიშნული ფართობები არ წარმოადგენენ საზაფხულო ფართობებს, შესაბამისად, ამოღებულ უნდა იქნას საზაფხულო ფართობებიდან. გარდა ამისა, -3.90/-2.70 ნიშნულის გეგმებზე არსებულ 73.3 კვ.მ, 17.3 კვ.მ. და +3.40 ნიშნულის გეგმებზე არსებულ 114.7 კვ.მ. საზაფხულო ფართებზე მითითებულ უნდა იქნას „საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი“. ასევე, ზემოაღნიშნული ბრძანებების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობების ცვლილებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებასთან ერთად, სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 და 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებებში საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.3. წარმოადგინოს სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 და 2020 წლის 20 ივლისის №5031737 ბრძანებებით შეთანხმებული -5.40, -3.90/-2.70, +3.40, +6.30, +60.60 და +64.16 ნიშნულის გეგმების იდენტური გეგმები, (თითოეული ბრძანებისთვის ცალკე ველში ატვირთვით) ექსპლიკაციების გასწორებით (გეგმარების შეცვლის გარეშე), სხვა გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 21 თებერვლის №AR1880038 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 February 2022Decision5825604 - Other
- 21 February 2022Files uploaded
Documents
Other files1
- NewArchitectureResponse.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal