ქალაქი თბილისი , ქუჩა ბოლო აღმართი , N 8
Decision
- Decision number
- 5837568
- Decision date
- 7 March 2022
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი მურვანიძე
- Developer (company ID)
- 405218722
Parcel
- Cadastral code
- 01.15.05.088.001
- Owner
- ნიკოლოზ ნადირაშვილი (P/N: *********30)
- Area
- 450 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.05.088.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1881507
- Status
- Rejected
- Registered
- 25 February 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 March 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 25 თებერვალს №AR1881507 განცხადებით მომართა თამაზი მურვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბოლო აღმართის ქ. №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.15.05.088.001), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5719695 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა საზაფხულო ფართობის მითითების ნაწილში. კერძოდ, საზაფხულო ფართობში არ არის შეყვანილი +13.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული ტერასის ფართობი (108.2 კვ.მ.) და საზაფხულო ფართობი 76.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 185.0 კვ.მ. (76.8+108.2). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანებით შეთანხმებულ +13.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული ფართი წარმოადგენს არაექსპლუატირებად სახურავს, რომელიც საზაფხულო ფართობად (ტერასად) ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომა საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანებაში საზაფხულო ფართობი (76.8 კვ.მ.) სწორად არის დაფიქსირებული, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2021 წლის 01 დეკემბრის №5709409 ბრძანებაში საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 March 2022Decision5837568 - Refused
- 25 February 2022Files uploaded
Documents
Other files1
- bolo aRmarTI teq. xarvezi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal