OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, N 4

AR1881877Construction permitOther use25 February 2022- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
5860381
Decision date
22 March 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკი
Organization
27134
Developer (company ID)
406110989

Parcel

Cadastral code
01.14.14.005.242
Owner
მამუკა მაისურაძე (P/N: *********65)
Area
2,405 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1881877
Status
Rejected
Registered
25 February 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 March 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 25 თებერვალს №AR1881877 განცხადებით მომართა რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკიმ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი№4-ში მდებარე №01.14.14.005.242 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 26 ნოემბრიდან 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის №4.7 ქვეპუნქტით დამკვეთს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №MIA52103073491 წერილის შესაბამისად, დაევალა 3 თვის ვადაში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობის უზრუნველყოფა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაპროექტების დოკუმენტაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარდგენა. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, იმ საფუძვლით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, ზემოაღნიშნულ საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების პროექტების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარდგენისთვის განსაზღვრულ იქნა დამატებით ორი თვის ვადა (2022 წლის 24 თებერვლის №MIA62200484470 წერილი) და შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ვადის შეთანხმებულ ბრძანებაში ასახვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის №4.7 ქვეპუნქტში დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაპროექტების დოკუმენტაციის 3 თვის ვადაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარდგენის ვალდებულების თაობაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №MIA52103073491 წერილის საფუძველზე. სწორედ აღნიშნულ წერილში იქნა მითითებული, რომ სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებაში უნდა ასახულიყო აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება. რაც გათვალისწინებულ იქნა სამსახურის მიერ. რაც შეეხება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №MIA62200484470 წერილის საფუძველზე განსაზღვრულ დამატებით ვადას, განგიმარტავთ რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ თქვენთვის განსაზღვრული დამატებითი ვადა სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებაში ვერ იქნება ასახული, ვინაიდან არ წარმოადგენს ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5700329 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 March 2022Decision5860381 - Refused
  3. 25 February 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal