OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ველოტრეკის მიმდებარედ

AR1883887Construction permitOther use28 February 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5844009
Decision date
11 March 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
405461432

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.248
Owner
შპს "გრადა პარკი" (405461432)
Area
12,927 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 24 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1883887
Status
Approved
Registered
28 February 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
11 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 March 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 თებერვალს №AR1883887 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, 4 ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056, 2021 წლის 21 აპრილის №5376768, 2021 წლის 28 აპრილის №5387034 და 2021 წლის 29 აპრილის №5388378 ბრძანებებით გაიცა მშენებლობის ნებართვები. სამსახურის 2021 წლის 9 ივლისის №5494944, 2021 წლის 9 ივლისის №5494981, 2021 წლის 9 ივლისის №5494792 და 2021 წლის 9 ივლისის №5494953 ბრძანებებით შეტანილ იქნა ცვლილება დამკვეთთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე 50 ღია ავტოსადგომის - 701.4 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა და ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებული პირველი სადარბაზოს 0.000 ნიშნულის გეგმას, მეოთხე კორპუსის 0.000 ნიშნულის გეგმას, „0.000; -6.200“ ნიშნულის ავტოსადგომების საერთო სქემას და დაადგინა, რომ საპროექტო ტერიტორიისთვის განკუთვნილია 50 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 701.4 კვ.მ. შესაბამისად, გენ-გეგმაზე შესაძლებელია დატანილ იქნეს 50 ღია ავტოსადგომი და სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 701.4 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 701.4 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 March 2022Decision5844009 - Granted
  3. 10 March 2022City answer
  4. 10 March 2022Files uploaded
  5. 28 February 2022Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal