ქალაქი თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქუჩა N5
Decision
- Decision number
- 5844271
- Decision date
- 11 March 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვახტანგ ჩხეიძე
- Developer (company ID)
- 209466852
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.002.010
- Owner
- შპს "კომუნმშენი" (209466852)
- Area
- 2,274 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.002.010Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1884347
- Status
- Approved
- Registered
- 2 March 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 March 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 02 მარტს №AR1884347 განცხადებით მომართა ვახტანგ ჩხეიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის პირველი ეტაპის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანებით ქ. თბილისში, მარკ ბრონშტეინის ქუჩა №5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.17.002.010), სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის №5771152 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 23 ოქტომბრის №5156982 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, პირველი ეტაპის სამუშაოებში, სხვა სამუშაოებთან ერთად, დაფიქსირებულია „მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანა“. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიაზე (ს/კ: №01.11.17.002.010) მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობს, ითხოვს ბრძანებიდან და მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას. სამსახურმა დოკუმენტაციის (მათ შორის, საჯარო რეესტრის მონაცემების) გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ №01.11.17.002.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ ფიქსირდება. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან, სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან და შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასთან.“. 2. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტით და მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5817318 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 March 2022Decision5844271 - Granted
- 1 March 2022Files uploaded
Documents
Other files1
- გასწორებული მოპი 2.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal