ქალაქი თბილისი, მუხიანის დასახლება, I მიკრო/რაიონი, N 1ბ
Decision
- Decision number
- 5867937
- Decision date
- 28 March 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 15 July 2021 – 15 July 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ავსაჯანიშვილი
- Developer (company ID)
- 206318046
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.002.442
- Owner
- შპს "რასტა დეველოპმენტი" (402144452)
- Area
- 1,451 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.002.442Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1884973
- Status
- Approved
- Registered
- 4 March 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 March 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 4 მარტს №AR1884973 განაცხადებით მომართა ირაკლი ავსაჯანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.13.002.442 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "რასტა დეველოპმენტი" (ს/ნ: 402144452). სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №560599815 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში საცხოვრებელ, საზაფხულო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს, ასევე, საერთო ფართობებთან დაკავშირებით და ჩანაცვლდა არქიტექტურული გეგმები (გარდა +32.02 ნიშნულის გეგმისა). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად - შპს "რასტა დეველოპმენტის" (ს/ნ: 402144452) ნაცვლად შპს „ეიმ ბილდინგ კომპანის“ (ს/ნ: 206318046) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022180249, მომზადების თარიღი: 17/03/2022 წ.) თანახმად №01.11.13.002.442 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“ (ს/ნ: 206318046). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B19065716, მომზადების თარიღი: 12/06/2019 წ.) თანახმად, შპს „ეიმ ბილდინგ კომპანის“ (ს/ნ: 206318046) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კახაბერ ხატიაშვილი (პ/ნ: 01021012693). ხოლო, მის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2022 წლის 4 მარტის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.002.442 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - წარმოადგენს შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“ (ს/ნ: 206318046), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ეიმ ბილდინგ კომპანის“ (ს/ნ: 206318046) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "რასტა დეველოპმენტის" (ს/ნ: 402144452) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“ (ს/ნ: 206318046). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5502878 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 March 2022Decision5867937 - Granted
- 4 March 2022Files uploaded
- 4 March 2022Files uploaded
Documents
Other files1
- ნებართვა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal