ქალაქი თბილისი, სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა, N 1
Decision
- Decision number
- 5849484
- Decision date
- 15 March 2022
- Outcome
- Other
- Construction period
- 30 December 2021 – 30 December 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით კაშია
- Developer (company ID)
- 406209954
Parcel
- Cadastral code
- 01.17.13.051.013
- Owner
- შპს "ისანი" (406209954)
- Area
- 3,839 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.13.051.013Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1885053
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 March 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 March 2022City answer
2022 წლის 07 მარტის №AR1885053 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 07 მარტს №AR1885053 განცხადებით მომართა დავით კაშიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №5749848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №5749848 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა №1-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.13.051.013) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №5749848 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 5209.17 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5208.99 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი საოფისე ფართების ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფართობის მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, +33.35 ნიშნულის გეგმაზე დატანილი საოფისე ფართობის ჯამური მაჩვენებელი და ამავე ნიშნულის გეგმაზე, ექსპლიკაციებში დაფიქსირებული საოფისე ფართობის მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, წარმოდგენილ გეგმებზე საოფისე ფართობებში შეყვანილია კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართობები. აღნიშნული ფართი დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების და სავენტილაციო შახტების გარეშე. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობის ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. აქვე განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საოფისე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №5749848 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), შესწორებული ფართობების (მათ შორის ექსპლიკაციების) დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 07 მარტს №AR1885053 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 March 2022Decision5849484 - Other
- 4 March 2022Files uploaded
Documents
Other files1
- teqnikuri xarvezi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal